SpaceX-ისთვის ეს უნდა იყოს მთავარი მიღწევა და გარღვევა ავიაკომპანიებთან მუშაობის სფეროში, რადგან ეს არის პირველი კონტრაქტი დიდ ავიაკომპანიასთან. შეგახსენებთ, რომ ადრე კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი ჩარტერულ გადამზიდავ JSX-თან და ასევე განახორციელა ქსელის ტესტირება Delta-ს თვითმფრინავებზე.
ავიაკომპანიის ასეთი მასშტაბური გეგმები შესაძლოა აიტაცონ სხვა ავიაგადამზადავებმაც, სამომავლოდ SpaceX-თან კონტრაქტები და თვითმფრინავებში ინტერნეტთან უფასო წვდომა შესაძლოა წარმოადგინონ ყველაზე მოწინავე კომპანიებმა.
„ჩვენ არ დაგვიწყია Starlink-ის ქსელის ტესტირების პროცესი ჩვენს თვითმფრინავებში, გვაქვს სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლებიც უნდა გადაიჭრას პროდუქტის გამოსაყენებლად“. ამის შესახებ განაცხადა Hawaiian Airlines-ის მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორმა.
კომპანია გარიგების დეტალებს არ ასაჯაროებს. ამ დროისთვის Wi-Fi ქსელი არ არის უზრუნველყოფილი, თუმცა დირექტორმა განაცხადა, რომ აღფრთოვანებული იყო მისი სიჩქარით. კომპანიის ყველა მომავალი და ამჟამინდელი თვითმფრინავი Starlink-ით იქნება აღჭურვილი.