fbpx

კომპანია AMD მალე წარადგენს Ryzen 3000 პროცესორებს, თანაც ესენი იქნება არა მარტო 7 ნანომეტრიანი Matisse პროცესორები.

Zen 2-ის ბაზაზე, არამედ  Zen+-სა და Vegaს საფუძველზე შექმნილი 12-ნანომეტრიანი ჰიბრიდული Picasso პროცესორები. სწორედ ამ უკანასკნელების მახასიათებლები გახდა ცნობილი ამჯერად.

ჰიბრიდული პროცესორების აქტუალურ თაობაში AMD-მა დაამზადა მხოლოდ ორი მოდელი APU Ryzen 3000. მათგან უმცროსი ვერსია იქნება პროცესორი Ryzen 3 3200G, რომელსაც აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და ოთხი ნაკადი. საბაზისო ტაქტის სიხშირე იქნება 3,6 გჰც, მაქსიმალური კი 4.0 გჰც. შედარებისთვის, მისი აქტუალური ანალოგი Ryzen 3 2200G მუშაობს 3,5/3,7 გჰც სიხშირეებზე. 

უფროს მოდელ Ryzen 5 3400G-ს აქვს ოთხი ბირთვი Zen+ და რვა ნაკადი. ამ ჩიპის საბაზისო სიხშირე შეადგენს 3,7 გჰც-ს, Turbo-რეჟიმში კი შეუძლია მიაღწიოს 4,2 გჰც-ს. შედარებისათვის, Ryzen 5 2400G მოდელის სიხშირეა 3,6/3,9 გჰც. ცხადია, შედეგად მიღწეული იქნება წარმადობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება. 

რაც შეეხება ინტეგრირებულ გრაფიკას, მას ცვლილებები არ შეხებია. უმცროს მოდელს ექნება ინტეგრირებული GPU Vega 8 512-ნაკადური პროცესორებით, უფროს მოდელს კი – Vega 11 გრაფიკა 704 ნაკადიანი პროცესორებით.  

როგორც მოსალოდნელია, AMD ახალი თაობის APU-ებს მიმდინარე თვის ბოლოს წარადგენს ტრადიციულ Ryzen 3000 პროცესორებთან ერთად.

ავტორი: overclockers.ge