fbpx

გერმანულმა სტარტაპ კომპანია Lilium-მა ჰონგ კონგში მფრინავი ელექტრო ტაქსის სერვისი წარადგინა.

ეს არის ხუთადგილიანი საფრენი ტაქსი, რომელიც 2025 წლიდან მთელი მსოფლიოს ქალაქებში გადაიყვანს მგზავრებს. მომხმარებელს ტაქსის გამოძახება აპლიკაციის მეშვეობით შეეძლებათ. საფრენი აპარატის კვების ელემენტი 300 კმ-ზე უზრუნველჰყოფს გადაადგილებას. კომპანია ჯერჯერობით არ ამხელს რა იქნება მომსახურების საფასური, თუმცა მისი განცხადებით, ეს იქნება „ხელმისაწვდომი ფასი“.a „ჩვენ ვოცნებობთ სამყაროზე, სადაც ყველას შეუძლია გაფრინდეს იქ სადაც, სურს და იმ დროს, როცა სურს“,- აცხადებს Lilium-ის თანადამფუძნებელი და CEO სპეციალისტი დანიელ ვეიგანდი. კომპანიას აქვს ამბიცია, ეს ოცნება რეალობად აქციოს და ამ საქმეში კონკურენტი კომპანიების გვერდით დაიკავოს ადგილი.

ავტორი: m2b.ge