fbpx

ატმოსფეროს ნახშირორჟანგით დაბინძურების ზრდის ტემპმა უკვე საკმაოდ დიდი ხანია პერმანენტული ხასიათი მიიღო.

მორიგი რეკორდი აპრილში მოიხსნა და მისმა წილმა მილიონიდან 413.52-ს მიაღწია.

დედამიწის ატმოსფეროსთვის ნახშირორჟანგის არსებობა ბუნებრივი მოვლენა და ამასთან სიცოცხლისთვის აუცილებელი წინაპირობაა, მის გარეშე პლანეტა ყინულის საფარქვეშ მოექცეოდა, თუმცა მისი წილის მცირედი ზრდაც კი სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

დედამიწის ატმოსფეროში CO2-ის წილი 0.04%-ზე მეტი ბოლო 5 მლნ წელიწადში აღარ ყოფილა. მაშინ პლანეტა სხვნაირი იყო და მასზე ადამიანების შორეული წინაპრები სახლობდნენ.

გამოთვლებით დგინდება, რომ დედამიწაზე 2 საუკუნის წინ, პირველი ინდუსტრიული რევოლუციის აქტიურ ფაზაში შესვლამდე CO2-ის წილი მილიონიდან 280, ანუ 0.028% იყო, 150 წელიწადში, 1958 წელს მისი წილი 35 ერთეულით 315-მდე გაიზარდა. კიდევ 60 წელიწადში კი თითქმის 100-ით. დიდი ხნის განმავლობაში მილიონიდან 400-იანი წილი კრიტიკულ ბარიერად იყო მიჩნეული, მაგრამ ეს ბარიერი 2015 წელს გადაილახა.

აპოკალიფსური სცენარი ვენერას ვარიანტია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ 50 მლნ კილომეტრით უფრო შორსაა მზიდან ვიდრე მერკური, მასზე ტემპერატურა 45 გრადუსით უფრო მეტია და 470 გრადუსს ცელსიუსს აღწევს, რაც ტყვიის დნობის ტემპერატურას 150 გრადუსით აღემატება. ეს ყველაფერი კი ნახშირორჟანგის დამსახურებაა. ვენერას ატმოსფეროს 96.5%-ს ნახშირორჟანგი შეადგენს. თუმცა არც არც სხვა უფრო რეალისტური პროგნოზია იმედისმომცემი, რომლის თანახმადაც პლანეტის საშუალო ტემპერატურა საუკუნის ბოლომდე უკეთეს შემთხვევაში 2 გრადუსით უარეს შემთხვევაში კი 6 გრადუსით მოიმატებს, რაც ყინულოვანი საფარის დნობას, ოკეანის დონის ამაღლებასა და სანაპირო ქალაქების წალეკვას გამოიწვევს.

ავტორი: m2b.ge