fbpx

Pine64 გუნდმა, რომელიც ცნობილია თავისი აპარატული გადაწყვეტილებებითა და Linux-კომპიუტერებით, წარადგინა ლეპტოპ Pinebook Pro-ს პროტოტიპი, რომელიც 200 აშშ დოლარად გაიყიდება. 

პროექტის მონაწილეებმა არა მარტო მოწყობილობის დემონსტრირება მოახდინეს, არამედ გაასაჯაროვეს მისი ტექნიკური მახასიათებლები. 

ლეპტოპის დისპლეის დიაგონალი 14 დუიმს შეადგენს. გამოყენებულია IPS ფორმატის Full HD პანელი, რომლის გაფართოებაა 1920 × 1080 პიქსელი. მოწყობილობის კორპუსი დამზადებულია მაგნიუმის მტკიცე შენადნობისაგან. 

ლეპტოპი წარმოდგენილია Rockchip RK3399 პროცესორით. ეს ჩიპი შეიცვას ექვს ბირთვს ტაქტის სიხშირით 2.0 გიგაჰერცამდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს – ARM Mali-T860MP4. 

ოპერატიული მეხსიერების მოცულობა შეადგენს 4 გიგაბაიტს. მონაცემთა შენახვისათვის განკუთვნილია 64-გიგაბაიტიანი eMMC ფლეშ-მოდული. შესაძლებელია დამატებით SSD ბარათისა და microSD ფორმატის ბარათის გამოყენება. 

მოწყობილობა მოიცავს Wi-Fi 802.11ac და Bluetooth 4.1 უსადენო კავშირების ადაპტერებს, USB 3.0, USB 2.0 პორტებს, USB Type-C-ს, სტერეოდინამიკებსა და ა.შ. კვებაზე პასუხისმგებელია 10 ათასი მა/სთ. მოცულობის ბატარეა. 

Pinebook Pro ლეპტოპის გაყიდვები დაიწყება უახლოეს თვეებში. მოწყობილობა წარმოდგენილი იქნება Ubuntu Linux ან Debian პლატფორმაზე.  

ავტორი: overclockers.ge