fbpx

წლების განმავლობაში Wall Street-ის მდიდარი და გავლენიანი ბიზნესმენები ნერვიულობდნენ, რომ სილიკონის ხეობის გიგანტები შეარყევდნენ ფინანსებს.

Facebook-ი ფიქრობს, რომ ამისათვის მან იპოვა გზა. იგი 2020 წელს აპირებს საკუთარი ვირტუალური ვალუტის სახელად ლიბრას გამოშვებას. მარკ ცუკერბერგის ფირმამ აქამდე ვერ შეძლო წარმატებულად მოეხდინა გადახდის მომსახურეობის პოპულარიზაცია, მიუხედავად ამისა ამ ახალ განზრახვას აქვს შედარებით მყარი საფუძველი და სავარაუდოდ უკეთესად მოხდება მისი იმპლემენტაცია. ლიბრას ღირებულება იქნება ხელოვნურად შენარჩუნებული რყევებისგან, აღსანიშნავია, რომ ახალ ვალუტას შესაძლებლობა ექნება, რომ გაუმკლავდეს დიდი მოცულობის ტრანზაქციებს და 28 სხვა მსხვილი ფირმა აცხადებს, რომ ისინი შეუერთდებიან ვალუტის კონსორციუმს.

თუ Facebook-ის 2.4 მილიარდი მომხმარებელი აითვისებს ლიბრას, რათა შეიძინონ პროდუქტები და განახორციელონ ფულის ტრანზაქციები, მაშინ ლიბრა დიდი ალბათობით მსოფლიოს უმსხვილესი ფინანსური წარმონაქმნი იქნება. ეს გამოიწვევდა სამომხმარებლო რევოლუციას, მაგრამ შესაძლოა ფინანსური სისტემა გახადოს არასტაბილური და შეამციროს მთავრობების ეკონომიკური სუვერენიტეტი.

 Facebook-ის ინტერესი არის საკუთარი თავი გადარჩენაა, მას შემდეგ რაც ახალი ფინანსური კომუნარულები დაამყარა თავის სოციალურ ქსელში. ფინანსების ციფრირება გაადვილებს ცხოვრებას და იქნება იაფი მილიარდობით ადამიანებსთვის. ჩინეთში, სადაც ციფრული გადარიცხვები არის ყველგანმყოფი, მოსახლეობა ფულად გადარიცხვებს მეგობრებში და ფირმებში განახორციელებენ სამესიჯო აპლიკაციის მეშვეობით, ხოლო საკომისიო არის თითქმის არაფერი. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად ხელმოწერილია 18 მილიონი ჩეკი. საკომოსიოს მიაქვს 5% ტიპიური საერთაშორისო ტრანსფერებში და სამივე საკრედიტო ბარათების გიგანტები გლობალური ტრანზაქციებიდან დაახლოებით 0.25% მიაქვთ, რომელიც წელიწადში 30 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

დასავლეთის ფინანსების რეაბილიტაციის ბევრი მცდელობა არასაიმედოა. კრიპტოვალუტებს მაგალთან ბიტკოინს და ეთერუმს არ აქვთ შიდა ღირებულებები ან ცენტრალური კონტროლი, არიან დაუცველები თაღლითობისგან და მოიხმარენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას და გამოთვლით სიმძლავრეს. ციფრული გადახდების სისტემები კი როგორებიცაა PayPal და Apple Pay ახდენენ სპეკულაციებს თავიანთ კრედიტ და დებიტ ბარათების სისტემებში, ვიდრე მოახდინონ ფასების დაწევა.

ლიბრა აირს შექმინილი ასეთი რისკების და ნაკლოვნებების ასაცილებლად. ის იქნება მთლიანად მხარდაჭერილი სარეზერვო ფონდით, რომელიც ფლობს ძირითად სამთავრობო ობლიგაციებს, შეზღუდავს მის არასტაბილურობას.  ვალუტის მართვა ხდება დამოუკიდებელი ორგანოს მიერ, რომელიც გააკონტროლებს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზებს. სისტემა იქნება ღია, შესაბამისად ნებისმიერ ფირმას შეეძლება ვირტუალური საფულის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს მომხმარებლებს ისარგებლონ ლიბრათი. Uber, Vodafone და Spotify არიან იმ მსხვილ ფირმებს შორის რომლებსაც აქვთ სურვილი გახდნენ ლიბრას მოხმარების წამყვანი წევრები.

ავტორი: agora.ge