fbpx

ამერიკული კოსმოსური კომპანია SpaceX-ის ერთ-ერთი მიზანია დედამიწა უზრუნველყოს იაფი და მაღალხარისხიანი თანამგზავრული ინტერნეტით. ამისათვის კომპანია, როგორც უკვე ვიცით, აპირებს 12 ათასი Starlink-თანამგზავრის გაშვებას.

ერთი თვის წინ SpaceX-მა დედამიწის ახლო ორბიტაზე პირველი 60 აპარატი გაუშვა. ბოლო ინფორმაციის თანახმად კავშირი შენარჩუნებულია 57 მათგანთან: Starlink-ის სამი თანამგზავრი მწყობრიდან გამოვიდა. 

გაშვებული 60 აპარატიდან 45-მა დაგეგმილ ზონას მიაღწია (დედამიწის ზედიპირიდან 550 კილომეტრ სიმაღლეს) საკუთარი ძრავების მეშვეობით. კიდევ ხუთი თანამგზავრი ამ დროისათვის საჭირო ორბიტაზე გასვლის პროცესშია, მორიგი ხუთი კი ბორტის სისტემის შემოწმებას გადის. SpaceX-მა ორი თანამგზავრი გამიზნულად დაწვა პლანეტის ატმოსფეროში: ამგვარად კომპანიამ შეამოწმა აპარატების განზრახ დაზიანების შესაძლებლობა დედამიწის ატმოსფეროს მჭიდრო ფენებში.

რაც შეეხება დაკარგულ სამ თანამგზავრს – SpaceX მიზეზებზე არ საუბრობს. თუმცა ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს მეცნიერებსა და სამხედრო პირებს შორის, რადგანაც იზრდება კოსმოსის დანაგვიანების რისკი. აპარატებთან კავშირის დაკარგვა იმას ნიშნავს, რომ კომპანია ვერ შეძლებს მათ მართვას, რათა შემოიყვანოს ისინი დედამიწის ატმოსფეროში, სადაც დაიწვებიან. SpaceX-კი ამტკიცებს, რომ მისი თანამგზავრები იმგვარად არის დაპროექტებული, რომ ისინი დამოუკიდებლად დაეშვებიან და დაიწვებიან ატმოსფეროში, თუმცა ამას დრო დასჭირდება.

Spacex-ის მორიგი გეგმაა შეამოწმოს უკვე გაშვებული აპარატების ქმედითუნარიანობა, კერძოდ, კომპანიას სურს ნახოს, დიდია თუ არა შეფერხება ინფორმაციის გადაცემისას. ილონ მასკის თქმით, კომპანია გააგრძელებს თითო გაშვებაზე კოსმოსში 60 თანამგზავრის გაყვანას. წელიწადში 1000-2000 აპარატის გაშვებაა დაგეგმილი. გამოთვლების მიხედვით სრული შემადგენლობის გაშვებას 24 კოსმოსური ფრენა დასჭირდება. ასტრონომები Starlink-ის წინააღმდეგ SpaceX-ს პროექტის ამოქმედებამ ნამდვილი ომი გამოიწვია პროექტის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ამ უკანასკნელთა რიცხვში არიან მეცნიერები და ენთუზიასტები, რომლებიც კოსმოსის კვლევით არიან დაკავებული. ისინი შიშობენ, რომ Starlink-ის თანამგზავრები რეალურ პრობლემას შეუქმნიან დედამიწაზე არსებულ ოპტიკურ და რადიოასტრონომიულ დაკვირვებებს.

ავტორი: www.overclockers.ge