fbpx

9 თვიანი პაუზის შემდეგ ტრილიონერთა რბოლა განახლდა. ამჯერად არც Apple და არც Amazon 13 ნიშნა კაპიტალიზაციაზე თავის არსებობის ისტორიაში პირველად Microsoft-იც გავიდა.

წლის დასაწყისიდან დღემდე Microsoft-ის კაპიტალიზაცია $274 მლრდ-ით $780 მლრდ-დან $1.054 ტრლნ-მდე გაიზარდა. მისი თითოეული აქცია ამჟამად $137.65-ად ივაჭრება, მაშინ როცა იანვარში $101 ღირდა. შესაბამისად $103 მლრდ-მდე გაზრდილია კომპანიის დამფუძნებლისა და მთავარი აქციონერის ბილ გეითსის ქონებაც.

ტრილიონიან კაპიტალიზაციას პირველად გასული წლის აგვისტოში Apple-მა მიაღწია, 1 დღით მას Amazon-იც შეუერთდა. დღეს მათი ღირებულებები შემცირებულია და შესაბამისად 917 და 938 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს. Google $778 მლრდ-ს სჯერდება.


Microsoft 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეითსმა და პოლ ალენმა დააარსეს. 90-იან წლებში პერსონალური კომპიუტერის პოპულარიზაციის პერიოდში კომპანიის ოპერაციულმა სისტემამ – Windows-მა ზეპოპულარობა მოიპოვა და ბაზრის წილის 80%-იანი წილი დაიკავა.

2018 წელს Microsoft-ის შემოსავალმა $110 მლრდ შეადგინა, საიდანაც წმინდა მოგება $16.5 მლრდ-ს უდრიდა, მისი ჯამური აქტივები $259 მლრდ-ს შეადგენს. კომპანიაში მსოფლიო მასშტაბით 135 000 ადმიანია დასაქმებული.

ავტორი: m2b.ge