fbpx

5G ინტერნეტი სულ უფრო და უფრო მეტ აქტუალურობას იძენს, სისწრაფესთან და ნივთების ინტერნეტთან ერთად ტექნოლოგიამ ეკოლოგიაზეც უნდა მოახდინოს დადებითი გავლენა.

5G-ის თეორიული სისწრაფე 10 გბ/წმ-ს აღწევს, რაც მას 4G-ზე 100-ჯერ სწრაფს ხდის, მისი რეალური, გარანტირებული სიჩქარე, თეორიულს, როგორც ყოველთვის გარკვეული დოზით ჩამოუვარდება, მაგრამ ეს ახალ რეალობას დიდად არ ცვლის. ფილმების ჩამოწერის დრო რამდენიმე წამამდე მცირდება.

5G-ის ერთ-ერთი უმთავრესი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი მისია ნივთების ინტერნეტი და უპილოტო ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობაა. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელი ხდება 1 კონტინენტიდან მეორეზე რთული ქირურგიული ოპერაციების ჩატარება, მსგავსი ფაქტი უკვე მოხდა ჩინეთში, როდესაც პაციენტს თავის ტვინის ოპერაცია ქირურგმა 3000 კილომეტრის დაშორებიდან ჩაუტარა. ყველა შემთხვევაში პრობლემას უზარმაზარი ინფორმაციის სწრაფად და დაყოვნების გარეშე გადაცემა აგვარებს. თუმცა 5G-ის უპირატესობები აქ არ სრულდება.

ძველი უბრალო ღილაკებიანი ტელეფონების ბატარიის სიმძლავრე 1000 მილიამპერ/საათს არ აღემატება, თანამედროვე სმარტფონებში კი ის 3500-4000 მილიამპერ/საათს აღწევს, მიუხედავად ამისა ძველ ტელეფონს დამუხტვა კვირაში ერთხელ სჭირდებოდა, თანამედროვე სმარტფონს ყოველდღიურად. 3G უფრო მეტ ენერგიას მოიხმარდა, ვიდრე 2G, 4G კი უფრო მეტს ვიდრე 3G. გარე ბატარიის, ე.წ. ფაუერ ბანკის გარეშე, ტელეფონის სიცოცხლიუნარიანობის გასაზრდელად ერთ-ერთი საშუალება მისი ხელით 2G-ზე ან 3G-ზე გადაყვანაა. 5G ამ ტრადიციას დაარღვევს და მას უფრო ნაკლები ენერგია დასჭირდება. შესაძლებელია პარალელის ტელევიზორებთან გავლება, 102 სმ დიაგონალის მქონე LED ტელევიზორები იმაზე ნაკლებ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ვიდრე მათი 54 სმ დიაგონალის მქონე „ზურგიანი“ წინაპრები. მართალია, ტელეფონი ისედაც ელექტროენერგიას ისედაც მინიმალური რაოდენობით მოიხმარს და პრობლემა არა მისი ხარჯი, არამედ შენახვაა მცირე ზომის ბატარეაში, მაგრამ როდესაც ნივთის მომხმარებელთა რაოდენობა ათნიშნა რიცხვით გამოისახება ერთი შეხედვით მცირე დანაზოგი მნიშვნელოვნად იზრდება. ელექტროენერგიის ხარჯი კი მხოლოდ დენის წყაროში მიერთებული სმარტფონით არ აისახება, იმისთვის რომ ტელეფონმა 5G მხარდაჭერა მიიღოს კიდევ უმარავი ტექნოლოგიის გამოყენებაა საჭირო, რომელიც ასევე მოიხმარს ენერგიას.

5G-ის სისწრაფისა და ენერგოეფექტურობის ერთ-ერთი მიზეზი, მისსავე სპეციფიკაშია. 4G-ისგან განსხვავებით სიგნალი ყველა მიმართულებით კი არა, კონრეტული, წინასწარგანსაზღვრული საჭირო მიმართულებით ვრცელდება.

ავტორი: m2b.ge