fbpx

1969 წელს აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აწარმოებდა საიდუმლო კვლევებს.

დოკუმენტური ფილმი ინტერნეტზე!

კვლევის მიზანი იყო, დაედგინათ რამდენად შეძლებდა კომპიუტერული ქსელი შეენარჩუნებინა სიცოცხლისუნარიანობა საომარი მოქმედებების დროს. შედეგად წარმოიშვა მსოფლიოში პირველი ინტერნეტ ქსელი – ARPAnet, რომელიც კალიფორნიის შტატის სამ ქსელს აკავშირებდა იუტას შტატში არსებულ ქსელთან. ქსელებს შორის კავშირი ხორციელდებოდა წესების გარკვეული ერთობლიობის დაცვით, რასაც შემდგომ ინტერნეტ-პროტოკოლი (IP) ეწოდა.

1972 წელს ქსელს შეუერთდა 50-მდე უნივერსიტეტი და სხვადასხვა კვლევითი ცენტრი, რომელთაც გააჩნდათ ხელშეკრულება აშშ-ს თავდაცვის სამინისტროთან. 

1973 წელს ქსელი გახდა უკვე საერთაშორისო – გააერთიანა რა ინგლისსა და ნორვეგიაში არსებული ქსელები. ათწლეულების განმავლობაში IP პროტოკოლი გარდაიქმნა TCP/IP პროტოკოლად, რომელიც უზრუნველყოფდა როგორც ლოკალური, ისე გლობალური ქსელების მხარდაჭერას. მალე ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (NSF) 5 სუპერკომიუტერული ცენტრის გაერთიანების მიზნით შექმნა NSFnet ქსელი. TCP/IP პროტოკოლის დანერგვასთან ერთად ახალმა ქსელმა თანდათან ჩაანაცვლა ARPAnet და ასე ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე ინტერნეტს.