fbpx

ვერტიკალურ მდგომარეობაში გამოსახულების ყურებას განსაკუთრებით ახალგაზრდები არიან მიჩვეულები.

ამის გათვალისწინებით Samsung- მა ახალი, ვერტიკალური ორიენტაციის მქონე ტელევიზორი შექმნა. მარკეტინგული კვლევის თანახმად, 21-ე საუკუნის მომხმარებელთა 70% -ზე მეტი არ ატრიალებს სმარტფონის ეკრანს, როდესაც ისინი ფოტოს იღებენ ან უყურებენ ვიდეოს. ახალი პროდუქტის სახელია Sero. ის ერთმნიშვნელოვნად ვერტიკალური ტელევიზორი არ არის, უბრალოდ მას აქვს ფუქნცია შეიცვალოს ფორმა და გამოსახულება აჩვენოს ვერტიკალურ მდგომარეობაში. ჰორიზონტალურ ტელევიზორთან შედარებით განსხვავება თვალშისაცემია, რადგან მისი დიაგონალი 110 სმ-მდეა. პროდუქტის ვერტილაურ ტელევიზორად გარდაქმნა მომხმარებელს ხელის მარტივი მოძრაობით შეუძლია. ასევე მას აქვს ფუნქია დაუკავშირდეს სმარტფონს და სინქრონში აჩვენოს ის, რასაც ადამიანი მობილურ ტელეფონში უყურებს. კომპანიის ერთ-ერთი მენეჯერი ამბობს, რომ მათ სურდათ მომხმარებლისთვის გამოსახულება ამ არასტანდარტული პროდუქტით გაუმჯობესებული ხარისხით მიეწოდებინათ. ამ დროისთვის Sero მხოლოდ სამხრეთ კორეაში იყიდება და მისი ღირებულება $ 1600-ს შეადგენს.

ავტორი: m2b.ge