fbpx

Google მომხმარებელს ძებნისა და ლოკაციების ისტორიის 3 თვის თავზე ავტომატურად წაშლის ფუნქციას სთავაზობს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გიგანტური საძიებო სისტემიდან მომხმარებლების ისტორია Youtube-დან, Map-დან და საძიებო ველიდან წაიშლება. პერსონალური მონაცემების დაცვის მიზნით იუზერებს ინფორმაციის წაშლა 3 ან 18 თვის თავზე შეეძლებათ. Google-ს განცხადებით აღნიშნული ფუნქია უახლოეს კვირებში ამოქმედდება. ცნობისთვის, ნოემბერში საძიებო სისტემის გიგანტს ბრალი დასდეს, რომ ის მომხმარებლის ადგილმდებარეობას იგებდა მაშინაც, როცა მათ ლოკაციის ფუნქცია გამორთული ჰქონდათ.

ავტორი: m2b.ge