fbpx

Facebook საიტისა და აპლიკაციების რედიზაინს განახორციელებს: გაფორმებიდან ლურჯი ფერი გავა და უფრო ნათელი გახდება.

ამის შესახებ Facebook–ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის F8 ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ტექნოლოგიებს ეძღვნებოდა. ყველაზე თვალსაჩინო ცვლილება იქნება ლურჯი „ქუდის“ მოშორება.

ახალი დიზაინი გაცილებით ნათელ ფერებში იქნება გამოსახული. ცუკერბერგის თქმით, ფოკუსირება ჯგუფებსა და ისტორიებზე მოხდება – ეს განყოფილებები უფრო შესამჩნევი გახდება.

კომპანია ახალ ფუნქციებსაც ჩაუშვებს, რომელთა მეშვეობით მომხმარებლებს უფრო გაუადვილდებათ შესაბამისი ინტერესების მქონე მეგობრების მოძებნა.

ავტორი: m2b.ge