fbpx

თანამედროვე ვებ-გვერდები სხვადასხვა სახის კონტენტით გადატენილია იმაზე მეტად, ვიდრე სასურველი იქნებოდა.

კომენტარების განყოფილება, სარეკლამო ბანერები, შემოთავაზება რაიმეს გამოსაწერად და უამრავი ამგვარი რამ მსხვილი საიტების უმეტესობაზეა წარმოდგენილი. ფაქტია, ყველა ვებ-მწარმოებელს აქვს აქვს ზომიერების შეგრძნება. 

ბევრი მობილური ბრაუზერი და რამოდენიმე პერსონალური კომპიუტერის ბრაუზერი ცდილობს ეს პრობლემა მოაგვაროს კითხვის რეჟიმის მეშვეობით. მისი საშუალებით ხდება ყველაფერ ზედმეტის მოშორება და რჩება მხოლოდ სტატიების ან სიახლეების ტექსტები. აღბეჭდილია სათაური, სტატიის შიგთავსი და შესაბამისი გამოსახულება. ამგვარი მიდგომა საშუალებას იძლევა მომხმარებელი კონცენტრირდეს უშუალოდ მასალაზე და ყურადღება სხვა არაფერმა გაუფანტოს. მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ ბრაუზერ Chrome-ში ამგვარი შესალებლობა ამ დრომდე არ არსებობდა. ამჯერად კი იგი გამოჩნდა ვერსია Chrome Canary-ში. 

იმ მომხმარებლებს, ვინც ამ ვერსიით სარგებლობენ, შეუძლიათ chrome://flags/#enable-reader-mode ბმულიდან განახორციელონ კითხვის რეჟიმის ტესტირება. საჭიროა რეჟიმის ხელით ჩართვა და შემდეგ ბრაუზერის გადატვირთვა. 
Google აცხადებს, რომ შედეგად მოხმარებლებს შეეძლებათ იხილონ ვებ-გვერდების გამარტივებული ვერსიები. საჭიროა სტატიაზე გადასვლა, მარჯვენა ზედა კუთხეში სამწერტილიან მენიუზე დაჭერა და Distill page ბრძანების არჩევა.  

იმის გათვალისწინებით, რომ ხსენებული ფუნქცია ექსპერიმენტალურია, შესაძლოა ისე გამართულად არ მუშაობდეს, როგორც კომპანიას ჰქონდა ჩაფიქრებული და სხვადასხვა საიტზე შედეგები შესაძლოა განსხვავებული იყოს. საერთო ჯამში კი, შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა არ არსებობს. სავარაუდოდ, ეს ფუნქცია ბრაუზერის სტაბილურ ვერსიაშიც გამოჩნდება, თუმცა დრო ცნობილი არ არის. 

ავტორი: www.overclockers.ge